„ჯიპიაი ჰოლდინგმა" „თიბისი ბანკთან" ერთად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. თავდაპირველად კომპანიებმა მომხმარებლებს საკრედიტო შენატანების დაზღვევა შესთავაზეს, რაც მსესხებლის უმუშევრობის ან შრომისუუნარობის შემთხვევაში სესხის შენატანების დაფარვას გულისხმობს.
15 მაისიდან კი „თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში უკვე შესაძლებელია მესამე პირის მიმართ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა.
„თიბისი ბანკის" ნებისმიერ კლიენტს, რომელიც ფლობს ავტომობილს, „ჯიპიაი ჰოლდინგი" მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას სთავაზობს, რაც გულისხმობს, რომ ავტომობილის მფლობელი დაზღვეულია ნებისმიერი ზარალისაგან, რაც მან შეიძლება მიაყენოს გარემოს ავტომობილის მართვისას. შესაბამისად, მძღოლის ბრალეულობის შემთხვევაში, ავტომობილით სხვა პირის ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების შემთხვევაში ზარალს „ჯიპიაი ჰოლდინგი" აანაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პოლისის პირობების თანახმად ავტომობილის ასაკი შეუზღუდავია, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლისის შეძენა შეუძლიათ როგორც ახალი, ასევე ძველი ავტომობილების მფლობელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მესამე პირის ჯანმრთელობის დაზიანებისას ანაზღაურდება მკურნალობისათვის საჭირო თანხები და შრომისუუნარობის ან გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვეულის მისაღები ჯამური დასაბუთებული შემოსავალი.
პოლისის ფასი არის ძალიან ხელმისაწვდომი და გვაძლევს საშუალებას თავიდან ავირიდოთ მსხვილი ფინანსური რისკები. მისი შეძენა შეუძლიათ ავტომფლობელებს, რომელთა ასაკი აღემატება 21 წელს. პოლისის ღირებულება დამოკიდებულია თანხობრივ ლიმიტზე. 5000 ლარიანი ლიმიტის არჩევის შემთხვევაში პოლისის ღირებულება თვეში 6 ლარს შეადგენს, 7000 შემთხვევაში 9 ლარს, ხოლო 10000 ლარიანი ლიმიტის შემთხვევაში 14 ლარს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს ერთჯერადი ან ყოველთვიური გადახდის გრაფიკი.
პოლისის მფლობელებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი, ვინაიდან სადაზღვევო კომპანია საკუთარ თავზე იღებს ყველა ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუკი ვინმეს/რამეს ზარალს მიაყენებენ ავტომობილის მართვისას.
ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა არის საუკეთესო გამოსავალი მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტია.