რუსმა ოკუპანტებმა ახაგორში #3, ქართულ-რუსული სკოლა დაანგრიეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდდ, საგანმანათლებლო დაწესებულების ნანგრევებზე რუსი სამხედროების საცხოვრებელი აშენდება.
ოკუპანტებმა ტერიტორია უკვე გაწმინდეს და ადგილზე სამშენებლო მასალების შეტანაც დაიწყეს.
სკოლაში 150 ქართველი და ოსი ბავშვი სწავლობდა. ისინი სწავლას # 1 სკოლაში გააგრძელებენ.