რესპოდენტის შესახებ
- რუსეთის ფაქტორის გარეშე ხდება ეს ყველაფერი?
- ამ წუთში მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთს სოხუმში ახალი „მაიდანის მოწყობა" აწყობდეს დღეს ეს რუსეთისთვის განსაკუთრების აქტუალური არ არის ისე როგორც მაგალითად იყო ექვსი წლის წინათ.
მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რუსეთი ამაში ჩართული იყოს ირიბად - არა როგორც კატალიზატრორი, არამედ როგორც მომხრე ორთქლის გამოშვებისა და ხაჯიმბას მხარდაჭერისა.
- რით დასრულდება ეს ყველაფერი - შეძლებენ ისინი ანქვაბის გადაყენებას?
- ერთი მხრივ, ანქვაბი წამგებიან მდგომარეობაშია იმიტომ, რომ მარწუხებში აღმოჩნდა. ის იძულებულია დათანხმდეს ოპოზიციას, მაგრამ მეორეს მხრივ მას შეუძლია ხელი დაიბანოს, იმიტომ, რომ ის მთავრობა, რომელიც ახლა მოვა აფხაზეთის ხელისუფლებაში და რომელიც იქნება ხელდასხმული ოპოზიციის მხრიდან მდგომარეობას ვერ შეცვლის. არ არის უბრალოდ იმდენი სახსარი აფხაზეთის ბიუჯეტში, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს.
ეს არის თავი და თავი - რუსეთი ურიცხავს აფხაზეთს ყოველწლიურად ერთ მილიარდ რუბლს, ეს არის დაახლოებით 30 მილიონი დოლარი. ეს არის დაახლოებით 70 % აფხაზეთის ბიუჯეტისა, დანარჩენ 30 % თვითონ შოულობენ აფხაზები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ეკონომიკა განავითარო, ოპოზიცია კი სწორედ ამას მოითხოვს პირველ რიგში - ეკონომიკის განვითარებას და შესაბამისად სოციალური ვითარების შეცვლას და კორუფციის აღმოფხვრას.
კორუფციას კი ვერ აღმოფხვრი იმიტომ, რომ აფხაზეთში ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში არის კლანური მმართველობა. როდესაც კლანიდან ერთი ადამიანი მაღალ თანამდებობაზე ინიშნება მთელი კლანი არის ჩართული ამ საქმეში - ზოგი მუშაობს და ზოგიც ისე იღებს. ძალიან რთულია ამას თავი დააღწიო და ვერც ხაჯიმბა და ვერ სხვა უახლოეს მომავალში ამ სიტუაციას ვერ შეცვლის, ამიტომ ვთქვი, რომ ანქვაბს შეუძლია ხელი დაიბანოს და თქვას, რომ გინდათ ეს მთავრობა? კი ბატონო, აჰა, თუ შეცვლით მდგომარეობას.
ხაჯიმბა ვერ შეცვლის ამ სურათს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მიტინგზე ანქვაბს უჩიოდნენ, რომ არასაკმარისი ინტეგრაცია ხდება რუსეთთან ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანქვაბს ანტირუსობაში სდებენ ბრალს.
სხვათაშორის ბევრმა არ იცის, რომ 2000 -იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის კრეატურა იყო თვითონ ხაჯიმბა, რუსეთის სპეცსამსახურები არავინ არ ენდობოდნენ ანქვაბის გარდა, იმდენად, რომ როსტოვიდან აფხაზეთის ხელისუფლების ხელფასები პირადად ჩამოჰქონდა ანქვაბს ჩანთით - როსტოვიდან სოხუმამდე და ანქვაბს ბევრად უფრო საქმიანი და რღმა ურთიერთობები ჰქონდა ყოველთვის რუსეთის სპეცსამსახურებთან ვიდრე ხაჯიბას, მიუხედავად იმისა, რომ ის სპეცსამსახურების თანამშრომელიც იყო და პოლიტიკური თვალსაზრისითაც უფრო მისაღები ფიგურა იყო ერთი შეხედვით.
- ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ყველაფერ იმას, რაც დღეს აფხაზეთში ხდება შორსმიმავალი გათვლები არ აქვს?
- შორს მიმავალი შეიძლება ჰქონდეს. მე დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვამბობ. დღევანდელი სიტუაცია კი ასე დალაგდა, რომ ხაჯიმბამ გამოიყენა მომგებიანად ხალხის განწყობა.
- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხაჯიბას რეალურად აღელვებს აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა?
- ხაჯიმბას ფეხებზე ჰკიდია აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა. ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. ორჯერ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები და მას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა.
- გამართლებულია თუ არა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოწოდებების ფონზე „არასაკმარისი ინტეგრაციის შესახებ რუსეთთან" ხაჯიმბა მოდის იმის გამო, რომ აფხაზეთი შეუერთონ რუსეთს?
- ეს გამორიცხეთ! ხაჯიმბა კი არა ვინც არ უნდა იყო ამ საკითხს ის ვერ დააყენებს, იმიტომ აფხაზები, მასაში არიან კატეგორიული წინააღმდეგნი რუსეთთან შეერთების. ისინი ამბობენ: ჩვენ იმისათვის არ გვიბრძოლია, რომ ვიყოთ ვინმეს შემადგებლობაში.
ძალიან კარგად იციან აფხაზებმა, რომ რუსეთთან შეერთების შემთხვევაში ვეღარ იქნებიან იმ დომინანტურ მდგომარეობაში, როგორშიც არიან დღეს. ეს იციან ძალიან კარგად და აქედან გამომდინარე ამ ნაბიჯზე ისინი არასოდეს არ წავლენ თუ რაღაც საოცრება არ მოხდა ან რუსეთმა არ აიძულა ან არ დაემურა... ეს არ არის ცხინვალი. ცხინვალში რომ ხდებოდეს იგივე ვიტყოდი, რომ კი, ამაზეა ორიენტირებული.
ხოლო აი კი როგორ გამოიყენებს მერე უკვე მომავალში კრემლი ხაჯიმბას ფაქტორს ეს უკვე ჩემთვის ძნელი სათქმელია. თუმცა არ მგონია, რომ პირველივე დღეებში ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოვარდეს. ხაჯიმბა დააყენებს სხვა კანდიდატურას პრემიერის თანამდებბაზე და შეეცდება კულუარებიდან მართოს სიტუაცია.
ხაჯიბამ ძალიან კარგად იცის, არ არის უჭკუო კაცი, რომ თვითონ პასუხისმგებლობის აღება ახლა პირადად მისთვის იქნება კონტრპროდუქტიული, პირადად მისთვის. იმიტომ, რომ ვერ მონახავ ახალ თანხებს იმისათვის, რომ სოციალური მდგომარეობა გამოასწორო და ვერც კორუფციას ვერ მოსპობ.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე