რესპოდენტის შესახებ
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები აფხაზეთში - ალექსანდრე ანქვაბი ბოლო პროაფხაზური პრეზიდენტი იქნება. რუსეთის იმპერიული ზრახვების მადა გაიზარდა და მან წინა ხაზზე ხაჯიმბა წამოსწია, რომლის ზურგსუკან სერგეი შამბა დგას. აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია სააგენტო „ჯი-ეიჩ- ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს შიდაკლანური დაპირისპირებისა და რუსეთის ფაქტორის სინთეზში განიხილავს.
- ერთი შეხედვით, აფხაზეთში ოპოზიცია მმართველი კლანის წინააღმდეგ აჯანყდა და ანქვაბის გადადგომას მოითხოვს. რა ხდება დღეს იქ სინამდვილეში?
- ის სიტუაცია, რომელიც დღეს აფხაზეთში ხდება, არ არის მარტივი სიტუაცია და არ არის ერთი დღის სიტუაცია.
ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს ოპოზიცია აჯანყდა მმართველი კლანის წინააღმდეგ - სინამდვილეში ასე არ არის. ეს თემა ჯერ კიდევ ხაჯიმბა-ბაღაფშის დაპირისპირებიდან მოდის. ხაჯიმბა არის რუსეთის უშიშროების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა აფხაზეთის უშიშროებაში, მას დამთავრებული აქვს საბჭოთა კავშირის უშიშროების აკადემია და ოფიციალურად არის მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი აფხაზეთში და ამის ნათელი მაგალითი იყო, როდესაც პუტინმა წინასაარჩევნოდ მს ხელი ჩამოართვა და ეს პლაკატებიც იყო გაკრული - ყველას ახსოვს.
რუსეთის გეგმა მაშინ იყო ის, რომ ხაჯიმბა გამხდარიყო პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ ეს აფხაზმა ხალხმა არ დაუშვა და პრეზიდენტად ბაღაფში აირჩია, მაგრამ ეს მაშინ იყო ის, რაც საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, სინამდვილეში კი იქ იყო სულ სხვა მომენტი.
-რა იყო სინდამვილეში?
- მაშინ რეალურად პრეზიდენტი გახდებოდა ანქვაბი, ბაღაფში ვერ ხდებოდა პრეზიდენტი და არძინბამ იმის გამო, რომ ხაჯიმბა ყოფილიყო მისი მემკვიდრე, შეცვალა კონსტიტუცია, სადაც ჩაიწერა, რომ ბოლო ხუთი წელი ვინც არ ცხოვრობდა აფხაზეთში ის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ანქვაბი ამ პერიოდში ცხოვრობდა მოსკოვში.
ამიტომ იქ მაშინ გარიგება მოხდა - ანქვაბმა შესთავაზა პრეზიდენტის პოსტი ბაღაფშს, რომ მას ეყარა კენჭი და თვითონ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი. სინამდვილეში მთელი ეს საარჩევნო სისტემა აწყობილი იყო ანქვაბზე. მართლაც, ანქვაბმა მაშინ თავისი გაიტანა. რუსეთმა მაშინ საზღვრებიც კი ჩაკეტა აფხაზეთთან, მაგრამ ხალხმა უკან არ დაიხია და ხაჯიმბამ ეს ბრძოლა წააგო. შემდეგ, რომ არ მომხდარიყო გამწვავება, ასევე მოხდა გარიგება რომ ხაჯიმბა ყოფილიყო ვიცე პრეზიდენტი. შემდეგ უკვე ანქვაბმა და ბაღაფშმა გაიმარჯვეს და მოხდა ჩანაცვლება ხაჯიმბასი. აი ეს ბრძოლა დაიწყო იქიდან.
ამ ბრძოლის უკან დგას არა მხოლოდ ხაჯიმბა, არამედ დგას აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. რომელსაც ფაქტიურად ანქვაბმა ბოლო მოუღო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანქვაბმა დაიწყო ამ კლანებთან ბრძოლა და რუსეთთან მოახერხა ურთიერთობების დალაგება, მაგრამ რუსეთი მისით მაინც არ იყო კმაყოფილი, იმიტომ, რომ ის მათი წარმომადგენელი არ იყო. პარალელურად მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან ხდებოდა ხაჯიმბას მხარდაჭერა დაფინანსება იქნებოდა ეს თუ ასე ვთქვათ „ღია კარი" რუსეთთან.
მთელი ამ წლების განმავლობაში ხაჯიმბას კამპანია იყო აგებული ორ რამეზე რომ ანქვაბი არის საქართველოს უშიშროების აგენტი, გახსოვთ ალბათ, შამბამ დაადანაშაულა ის და ასევე დაადანაშაულა იმაში, რომ ანქვაბი არ ატარებს მკაცრ რუსულ პოლიტიკას.
ანქვაბი მართლაც არ ატარებდა მკაცრ რუსულ პოლიტიკას, მას უნდოდა შეენარჩუნებინა უფრო მეტი „დამოუკიდებლობა" რუსეთისაგან და ამის ნათელი მაგალითი არს რკინიგზის საკითხი.
როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები, მათ შორის სომხეთთან რკინიგზასთთან დაკავშირებით, მე მაშინ ვთქვი, რომ ამას ვინც ხელს შეუშლის ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ანქვაბი და ეს ასეც მოხდა. ანქვაბმა ამითი რუსეთს ფაქტობრივად პრობლემა შეუქმნა.
- თუმცა აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას ასე ვთქვათ პროაფხაზური კურსის მხარდამჭერ პოლიტიკოსად იცნობენ...
- არა, მოდით ასე ვთქვათ - მთავარი პოლიტიკა ხაჯიმბასი არის რაც შეიძლება მეტი ქართველების გინება და რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა რუსების. ეს არის მისი მთავარი და ძირითადი გზავნილი.
მე ცოტა შორიდან დავიწყე იმისათვის, რომ ნათელი სურათი შეიქმნას იმის წარმოდგენისათვის თუ რა ხდება დღეს აფხაზეთში. წავიკითხე ზოგიერთი გამონათქვამი თითქოს რაღაც „მაიდანზე" აფხაზეთში - ეს სასაცილოა. არანაირ დემოკრატიაზე იქ საუბარი არ არის.
- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
- რეალურად ანქვაბს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - ეს არის ერთი. მეორე - მას რუსეთის სპეცსამსახურების მეშვეობით ძალიან ბევრი პრობლემები შეექმნა და ამის ნათელი მაგალითი ხაჯიმბას წინ წამოწევა.
ჩემი აზრით, იქ ე.წ. მთავრობის რაღაც ნაწილის დათხოვნას მოახერხებენ, ისევ და ისევ გააჩნია, როგორ ჩაერევა ამაში რუსეთი და ანქვაბი ჩემი აზრით, შეეცდება დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები ხაჯიმბას განეიტრალებისათვის. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ფაქტი ერთია - ანქვაბის შემდგომ აფხაზეთში ძალიან სერიოზული პროცესები წავა.
- აქ ალბათ გასათვალისწინებელია ანქვაბის ხისტი პიროვნება...
- მართალია, ანქვაბი ხისტი პიროვნება კი არის, მაგრამ თუ ის მარტო დარჩა - ეს ძალიან რთულია. ის ძალიან ჭკვიანიცაა, მაგრამ თუ ხაჯიმბა ან ეს ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში სიტუაცია შეიძლება განვითარდეს ძაიან რთულად. პირველი - ვფიქრობ, რომ ხაჯიმბას ან მისი ძალების მოსვლით ხელისუფლებაში დაიწყება შემზადება სიტუაციის, რომ „ჩვენ ჯობია პატარა წუმპედან გადავიდეთ დიდ ოკეანეში რომელიც არის რუსეთი". ამით მინდა ხაზი გავუსვა, რომ დაიწყება ამ იდეის მოსინჯვა - შევუერთდეთ თუ არა რუსეთს და ვიყოთ თუ არა ფედერაციის სუბიექტი. ამისათვის შემზადება დაიწყება, თუმცა ღიად ამაზე თქმული არ იქნება, რომ საზოგადოება არ გაღიზიანდეს, მაგრამ ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ მოსახლეობა ამ აზრს შეაგუონ და რატომ მოხდება ეს გეტყვით: ცხინვალში ეს ამბავი მათ მოგვარებული აქვთ და იქ მხოლოდ ერთი განცხადების გაკეთებაა საჭირო და მეტი არაფერი, ეს განცხადება არ კეთდება იმის გამო, რომ ეს მთელი ამ პოლიტიკის კრახის გამომწვევი იქნება და სახეზე იქნება მიერთებული ცხინვალის რეგიონი და ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთი - ამიტომ ელოდებიან ამ მომენტს და როდესაც აფხაზეთში შეამზადებენ ამ მომენტს - ეს განცხადება ერთდროულად ორივეგან გაკეთდება.
აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც ანქვაბი მოვიდა ე.წ. ხელისუფლების სათავეში მან არაერთი გზავნილი გამოუშვა საქართველოს წინა მთავრობის მისამართით, მაგრამ საქარეთველოს მთავრობამ ბოდიში და ფეხებზე დაიკიდა ეს ყველაფერი. ახალი ხელისუფლება ჩავარდა ზაქარეიშვილის ილუზიებში და დრომ გვაჩვენა, რომ ეს მხოლოდ იზლუზიებია და ბუტაფორიაა და მეტი არაფერი და საერთოდ ამ ხალხთან ჩვენ კონტაქტი დავკარგეთ, ჩვენ გავემიჯნეთ ყველაფერ იმას რაც ხდება აფხაზეთში, უკვე ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, არც გვაქვს სურვილი და საერთოდ ჟურნალისტების დონეზე ვგებულობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ხდება აფხაზეთში - მეტი არაფერი.
- თუ სწორად გავიგე, ანუ სქემა არის შემდეგნაირი: რაულ ხაჯიმბა, რომლის ზურგს უკან დგას სერგეი შამბა და მის ზურგს უკან კიდევ რუსეთი. ასეა?
- შამბას კლანი, ძალიან სერიოზული კლანია სამივე ძმები, ხაჯიმბა და რუსეთი თავისი სპეცსამსახურები, რომელიც იმ კონკრეტულ გეგმაზე მუშაობენ.
-აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე?
-რა თქმა უნდა და ამ გეგმის პირველი ეტაპი იქნება რკინიგზის საკითხი - თვითონ რუსები ააფეთქებენ ამ რკინიგზას, იტყვიან რომ იყო ტერორისტული აქტი, დაგვაბრალებენ ჩვენ ან ვიღაცას კიდევ და შემდეგ იტყვიან რომ ყველაფერი ეს დაცული უნდა იყოს და ამისათვის აფხაზეთს ალბათ ფედერაციის სუბიექტად გახდომას შესთავაზებენ.
- თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რა მოჰყვება ამ წინადადების გაჟღერებას აფხაზურ საზოგადოებაში?
- მე ამიტომ გითხარით თქვენ რა მოხდება ასე ვთქვათ დროის შეკუმშულ ვარიანტში, ხოლო რა თქმა უნდა, ეს ასე სწრაფად არ მოხდა, ამისათვის შემზადება უნდა მოხდეს. თქვენ თუ დააკვირდებით ხაჯიმბას ლოზუნგებს ისინი, მთლიანობაში თავისი შინარსით არის ასეთი: მეტი სამუსაო ადგილები და მეტი ურთიერთობა რუსეთთან!
- თქვენი აზრით მოხდება თუ არა ხაჯიმბას გამარჯვება და გადადგება თუ არა ანქვაბი?
- თუ ანქვაბმა მოახერხა სიტუაციის დალაგება რუსეთთან, მაშინ ის თავს შეინარჩუნებს, მაგრამ უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა ის თავს შეინარჩუნებს თუ არა. ანქვაბი არის ბოლო პროაფხაზური პრეზიდენტი - რომელთანაც საქართველოს მთავრობას შეეძლო სიტუაციის დალაგება. შემდეგომი ე.წ. პრეზიდენტი აფხაზეთისა ეს ხაჯიმბა იქნება თუ ვინმე სხვა ეს უკვე არ იქნება პროაფხაზური პრეზიდენტი.
- რაში სჭირდება სწორედ ახლა რუსეთს, რომელსაც უზარმაზარი პრობლემები აქვს საერთაშორისო არენაზე და მეზობელ უკრაინაში აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვა?
- თქვენ ამ საკითხს როგორც ქართველი და როგორც ევროპელი უყურებთ, მოდით ამ საკითხს რუსის თვალით შეხედეთ. რუსეთში ახლა იმპერიული მადა ძალიან გაზრდილია. ყირიმის ე.წ. დაბრუნებით ანუ ოკუპაცის შემდეგ მათ ვერ შეძლეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში იგივეს გამეორება. აწიეს ეს აჟიოტაჟი და ტერიტორიების მოთხოვნილება პუტინის მომხრეებში გაჩნდა, იმპერიული ზრახვების მადა გაიზარდა და მადა რომ დაიკმაყოფილო, ახალს თუ ვერ იღებ, უკვე ის რაც გაქვს ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში უნდა ჩაიდო.

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე
ავტორი: . .