დონეცკის მერი ალექსანდრე ლუკიანჩენკო აცხადებს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაჭრილ ბოევიკთა შორის არიან გროზნოს, გუდერმესისა და მოსკოვის მცხოვრებლები. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 43 დაჭრილი ექსტრემისტიდან დონეცკელი მხოლოდ 8 ადამიანია.
დონეცკის მერის თქმით, ამჟამად დონეცკის საავადმყოფოებში 43 დაჭრილი ტერორისტია მოთავსებული.
„ერთი ქალია და დანარჩენი 42 მამაკაცია. 8 დონეცკის მცხოვრებია, 7 რუსეთის მოქალაქე, მათ შორის ქალაქების გროზნოს, გუდერმესისა და მოსკოვის მცხოვრებლები",_ განაცხადა მერმა და აღნიშნა, რომ დაჭრილთა შორის ასევე არიან ყირიმის მცხოვრებლებიც.
18 დაჭრილის საცხოვრებელი ადგილი ჯერ ჯერობით დადგენილი არ არის.