უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, დონეცკის აეროპორტს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ავაკოვის თქმით, სეპარატისტების მიერ ადრე ხელში ჩაგდებული დონეცკის აეროპორტი, ამჟამად მთლიანად უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„აეროპორტი მთლიანად კონტროლის ქვეშაა. მოწინააღმდეგემ სერიოზული დანაკარგი განიცადა, ჩვენ დანაკარგი არ გვაქვს. ოპერაცია გრძელდება",_ ციტირებს შს სამინისტროს პრესსამსახური ავაკოვს.
ამასთან ერთად, მინისტრს არ აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის დანაკარგია მოწინააღმდეგის მხრიდან, თუმცა ავაკოვი აცხადებს, რომ ეს ათობით ადამიანია.