ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაგრძელდება მანამ ვიდრე ბოევიკები სრულად არ იქნებიან განადგურებულნი. განცხადება ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ვიტალი იარემამ გააკეთა.
„ამ ოპერაციას მანამ გავაგრძელებთ, ვიდრე უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი ტერორისტი არ დარჩება",_ განაცხადა იარემამ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ „სიჩუმის დღეს" ანტიტერორისტული ოპერაცია შეწყდა, თუმცა ამჟამად ის კვლავ განახლდა. ამასთან ერთად, იარემამ ვერ დაასახელა ვადა იმის თუ როდის დასრულდება ანტიტერორუსტული ოპერაცია.