ევროკავშირი მიესალმება უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო და მოუწოდებს ყველა უკრაინელს, მიიღონ ამ არჩევნების შედეგები მას შემდეგ რაც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდება. ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მაინუელ ბაროზუს ერთობლივ განცხადებაში.
„ევროკავშირის მიესალმება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. იმედი გვაქვს მომავალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისა უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისათვის.
ვითვალისწინებთ, ეუთოს მისიის მიერ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გაკეთებულ კარგ შეფასებას.
ყველა უკრაინელმა უნდა მიიღოს ხმის მიცემის შედეგები, მას შემდეგ რაც არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება",_ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.