ეუთოს საერთაშორისო მისიის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დაცვით ჩატარდა, არჩეული პრეზიდენტი კი მიუხედავად აღმოსავლეთ რაიონებში ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობისა ლეგიტიმურად უნდა იქნეს მიჩნეული.
„ამ არჩევნებმა დაადასტურეს უკრაინელი ხალხის დემოკრატიული კურსი",_ გააცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს მისიის დამკვირვებელთა კოორდინატორმა ჟოაო სუარესმა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის რათა არჩევნების ჩატარება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უზრუნველყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ რიგ ოლქებში შეიარაღებული ხალხი არჩევნების ჩაშლას შეეცადა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში აღნიშნულია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა. იქ ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანობაში ადეკვატურია დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნებისა.
„არჩევნებისადმი წვდომა ფართო იყო და მან 21 საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრირება უზრუნველყო",_ განაცხადა სუარესმა.
საკვანძო ხარვეზებად ეუთო დონეცკსა და ლუგანსკში ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას მიიჩნევენ.