25 მარტს მოსკოვში მყოფი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბაღაფშისა და პუტინის შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სოციალ-ეკონომიკური დახმარებისთვის გამოყოფილი ფინანსები იქნება.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას ინფორმაციით, ბაღაფშისა და პუტინის შეხვედრაზე ასევე განიხილება რუსეთის მიერ ახალი სტრუქტურის შექმნა, რომელიც აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობას გააკონტროლებს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი მოსკოვში 23 მარტს გაემგზავრა. ბაღაფში მოსკოვში ერთ კვირას დარჩება.