დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე, რომელიც პროrუსმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა დაიკავეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცეს არავინ არ აკონტროლებს.
აეროპორტს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის ინფორმირების ჯგუფის თავმჯდომარემ ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
მისი განცხადებით, ბოევიკებისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ იარაღის დაყრის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. შეტაკებაში მონაწილეობს სამხედრო ავიაცია.