მოსკოვი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან დიალოგისათვის მზადაა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„ჩვენ გვესმის თუ რას ამბობს პეტრე პოროშენკო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, ის ამ ურთიერთობების უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. ჩვენ, როგორც არაერთგზის აღნიშნა პრეზიდენტმა, მზად ვართ კიევის წარმომადგენლებთან დიალოგისათვის, მზად ვართ პეტრე პოროშენკოსთან დიალოგისათვის",_ განაცხადა სერგეი ლავროვმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.