პეტრე პოროშენკო, რომელიც წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს და ახალი პრეზიდენტი ხდება, აცხადებს, რომ ძალოვანი ოპერაცია სამხრეთ -აღმოსავლეთ უკრაინაში შეცვლილი ფორმატით უნდა გაგრძელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„მე მხარს ვუჭერ ძალოვანი ოპერაციის გაგრძელებას, მაგრამ მოვითხოვ მისი ფორმატის შეცვლას",_ განაცხადა პოროშენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ „ოპერაცია უფრო ეფექტური უნდა იყოს და ის უფრო შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩატარდეს" . ამასთან ერთად, მისივე თქმით, ძალოვანები უკეთ უნდა იყვნენ შეიარაღებული და მათ უკეთესი ამუნიცია უნდა ჰქონდეთ.
„ანტიტერორისტული ოპერაცია არ უნდა და ვერც გაგრძელდება 2-3 თვე. ის უნდა და გაგრძელდება კიდვევ რამდენიმე საათი",_ განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯები უკრაინული არმიისა და სამართალდამცავი ორგანოების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისაკენ იქნება გადადგმული. პოროშენკო ასევე აცხადებს, რომ მალე ყველა დარწმუნდება ძალოვანი ოპერაციის ჩატარების ეფექტურობაში.