ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა ორ დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერთ ერთი პირველი არჩევნებზე, წინასაპრეზიდენტო საარჩევნო მარათონის ლიდერი, თავდაცვის მინისტრი აბდელ ფატახ სისი მივიდა, ქაიროში გენერალს თავისი მომხრეები მიესალმნენ.
არჩევნები ეგვიპტეში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ქვეშ მიმდინარეობს, ვინაიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, იქ მდგომარეობა კვლავ დაიძაბა.
ქვეყანაში სიტუაციას 200 ათასი პოლიციელი და სამხედრო აკონტროლებს.