რომის პაპი ფრანცისკე იერუსალიმში იმყოფება. მან გოდების კედელთან ილოცა და ევროპული ტრადიციის მიხედვით კედელთან პატარა წერილიც დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამის შემდეგ რომის პაპი ძველ ქალაქში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში მივიდა, სადაც მუსულმანებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ქრისტიანები და მუსულმანები ერთმანეთს პატივისცემითა და სიყვარულით მოექცევიან.
დღეს რომის პაპის სამდღიანი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში სრულდება.