პეტრე პოროშენკოს დროს, რომელიც ახლა უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ლიდერობს მოსკოვსა და კიევს შორის დიალოგი შესაძლებელი გახდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა გააკეთა. თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, რუსეთი ჯერ უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
„პეტრე პოროშენკო ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი უკრაინელი პოლიტიკოსია. ის იყო იანუკოვიჩის კაბინეტის წევრი, იუშჩენკოსთანაც იყო. ცხადია, რომ ეს რა თქმა უნდა არის ადამიანი, რომელმაც იცის უკრაინული პოლიტიკა",_ აცხადებს ნიკონოვი და იხსენებს უკრაინის კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნადაა შეზღუდული.
„ამიტომაც რეალურად პოროშენკოს პოლიტიკური წონა დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ როგორი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას შეძლებს ის",_ მიიჩნევს პარტია „ედიანაია როსიას" დეპუტატი.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ არც სახელმწიფო მედიაში და არც პროკრემლისეული კომენტატორების მიერ გაკეთებულ კომენტარებში თითქმის არ არის ცალმხრივი მოქმედებები და ხისტი შეფასებები იმის შესახებ, რომ მოსკოვმა უკრაინაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა არ უნდა აღიაროს.
ეს შესაძლოა დაკავშირებულია იმასთან, რომ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ამ არჩევნების შედეგები აღიაროს.
„ჩვენ პატინც ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს და ხელისუფლების იმ ორგანოებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც ჩამოყალიბდება",_ განაცხადა პუტინმა.