რუსეთსა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ პროექტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხინვალში რუსეთის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებსაც საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვლადიმერ დროჟოვი ხელმძღვანელობს.
რუსეთის დელეგაციას ცხინვალის ე. წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ყაზბულატ ცხოვრებოვს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საომარ-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სამომავლოდ ხელშეკრულების გაფორმების საკითხები განიხილეს.
"საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მთავარი მიზანი ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა გათვლილი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს დოკუმენტი უახლოეს მომავალში ბაზის აშენების და სხვა პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს", - აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ რუსეთმა საერთაშორისო ნორმების დარღვევით ხელშეკრულება სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან უკვე გააფორმა.