რომის პაპი ფრანცისკი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბეთლემში ჩავიდა.
ბეთლმეში პონტიფიკი იორდანიიდან ვერტმფრენით ჩაფრიდა. უცხოური მედია ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პაპი პირველად ჩადის ბეთლემში ისრაელის გვერდის ავლით.
პაპი ქრისტეშობის ბაზილიკასთან ღია ცის ქვეშ მესას გადაიხდის, რის შემდეგაც იერუსალიმში გაემგზავრება და მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად, ერთობლივ წირვას ჩაატარებს.
პაპის ვიზიტის მიზანს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ პაპი გამოიყენებს საკუთარ გავლენას, რათა რეგიონში არსებული დაძაბულობა შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები