საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს შეახსენეს მისი განცხადებები პატივი სცეს 25 მაისს უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკლემა ცნობად მიიღეს პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის პატივს სცემს უკრაინელი ხალხის არჩევანს და იმუშავებს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან.
ოლანდმა და მერკელმა ასევე აღნიშნეს ეროვნული დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა, რომელიც ეუთოს მხარდაჭერით იმართება.
„ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოსუკრაინის კონსტიტუციის რეფორმის მომზადებას", - ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.