დონეცკის მხარის, სლავიანსკის სოფელ ანდრეევკას დაბომბვის დროს იტალიელი ფოტოჟურნალისტი ანდრეა როჩელი და მისი თარჯიმანი ანდრეი მირონოვი დაიღუპნენ. ამის შესახებ ტერორისტების „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენელი იტყობინება.
დაჭრილია ფრანგი ჟურნალისტი უილიამ როგულონი. მას საავადმყოფოში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. როგულონი ადასტურებს, მისი კოლეგისა და თარჯიმნის დაღუპვას.
იტალიის ხელისუფლება ამ დროისთვის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ.