პრორუსი სეპარატისტები, დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში სამხედრო ჰოსპიტალს დაესხნენ თავს, დაჭრილია ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა ინტერნატის შენობაში ნაღმი შეაგდეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად ჰოსპიტლად აქვთ გადაკეთებული.
„დაჭრილია ხუთი ადამიანი. ერთი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება",_ იუწყება უკრაინული მედია.
მასალის გამოყენების პირობები