ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. სამსაათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად მხარეებმა ვერც ერთ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება ვერ შესძლეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომელიც შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა, მარიონეტული რეჟიმი დრანდის ციხეში გარდაცვლილი თემურ გოგოხიას ცხედრის გადმოსვენებაზე.
"თუ აქამდე სეპარატისტები თანხმობას აცხადებდნენ გოგოხიას ცხედრის გადმოსვენებაზე, ახლა ცივ უარს ამბობენ. ასევე უარი მივიღეთ იმაზე, რომ გვამს ჩაუტარდეს ექსპერტიზა", - განაცხადა უტიაშვილმა.
გალში აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა რამდენიმე კვირაში გაიმართება.