საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად ცდილობს მიაღწის ნატოში გაერთიანებას და არც კი ფიქრობენ იმის შესახებ, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.
„ამ მხრივ ჩვენ დაგვაფიქრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვაშინგტონში გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელმაც გააჟღერა მოწოდება საქართველოში აშშ-ს ან ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების შესახებ", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
ლუკაშევიჩი ალასანიას საქციელს უწუნებს და აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისას მეზობელი ქვეყნების პრობლემებსა და ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.
„თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქვეყნის უსაფრხოებაზე, მაგრამ მხედველობაში ქონდეს, როგორც მინიმუმ მეზობლების უსაფრთხოების პრობლემები. ამ მხრივ თბილისთან მიმართებაში ჩვენ გვიჩნდება კითხვები რეალურ განზრახვებზე და ვისგან უნდა დაიცვას - თუ ის განლაგდება - ამ სისტემებმა საქართველოს ტერიტორია", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები