ხვალ, 24 მარტს, "ეროვნული ფორუმის" ლიდერები აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს შეხვდებიან
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა განუცხადა, საუბარი არსებულ საარჩევნო გარემოს და მისი გაუმჯობესების აუცილებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
ბასთან შეხვედრაში მელაშვილი და პარტიის თავმჯდომარე კახა შარტავა მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე მელაშვილი დღეს პირისპირ სამხრეთ კავკასიაში ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენლის პერ ეკლუნდის მრჩეველს ფრანსუა მასოლიეს შეხვდა.
"საუბარი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით "ფორუმის" მიერ მომზადებულ პროექტს შეეხებოდა. ევროკომისიის წარმომადგენელს ჩვენი ინიციატივები გავაცანით", - განუცხადა მელაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".