ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე გენდერული სტატისტიკა მოამზადა.
დოკუმენტი არჩევნებში მონაწილე მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს შორის, ასევე საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების ქალთა და მამაკაცთა ბალანსს ასახავს.
ცესკოს ინფორმაციით, სტატისტიკა შემუშავდა მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში საინიციატივო ჯგუფებისა და პარტია/ბლოკების მიერ რეგისტრირებულ კანდიდატებთან მიმართებაშიც. რაც შეეხება გენდერულ თანაფარდობას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, 1 მაისის მდგომარეობით, 3, 472, 772 ამომრჩევლიდან 1, 866, 514 ქალი, დანარჩენი კი მამაკაცია.
სტატისტიკა მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერულ შემადგენლობასაც ცესკოში, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
მასალის გამოყენების პირობები