"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების დაბარებას ითხოვენ, რომლებიც მთავრობის არგუმენტებს წარმოადგენენ ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნა დღეს სესიაზე მაგდა ანიკაშვილმა გახმოვანა და როგორც მან აღნიშნა, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება ჰისპიტალურ სექტირში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ იგი ითხოვს, რომ მთავრობამ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად მიაწოდოს.
"ბოლოს და ბოლოს მითიურ კრედიტზე საუბარი როდის უნდა დასრულდეს და ერტი ჩეხური ბანკის გადაწყვეტილებაზე რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ჰოსპიტალური სექტორის ბედი" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
შეგახსენებთ რომ საუბარია ბლოკ ჯორჯიას მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომლის გამოც ხელისუფელბას ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა შეეწყვიტა, თუმცა ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია და ქრისტიან დემოკრატები სწორედ ამ პრობელმაზე ითხოვენ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პასუხს.
ანიკაშვილს ამ შეკითხვაზე პასუხი კი დღეს ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა გასცა და როგორც მან აღნიშნა, ბლოკ ჯორჯიას ჰოსპიტალური სექტორის მხოლოდ ერთი ნაწილი აქვს დაკავებული, დანარჩენ სეგმენტში კი რეფორმა წარმატებით ხორციელდება. თუმცამიიჩნევს, რომ თუკი განმარტებები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გაკეთდება საზოგადეობისათვის მნიშვბნელოვანი იქნება.
მიუხედავად ამისა არ დაკონკრეტებულა ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები ქრისტიან დემოკრატების ამ შეკითხვას რა ფორმატით და როდის გასცემენ პასუხს.