კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი თამარ კორძაია პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას გამორიცხავს. ამის შესახებ კორძაიმამ ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონის მიღების მიზანი დისკრიმინაციული ზეწოლებისგან უმცირესობების დაცვა იყო.
"ჩვენ იმიტომ მივიღეთ ეს კანონი, რათა ყოველგვარი დისკრიმინაციული ზეწოლებისგან დავიცვათ უმცირესობები. ამიტომაც ნებისმიერი გადახვევა ნიშნავს იმას რომ ჩვენ მივიღებთ მათი დისკრიმინაციის შესახებ გადაწყვეტილებას", _განაცხადა კორძაიამ.