სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველის - ლალი მოროშკინას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ თუ ლალი მოროშკინა წარადგენს დარღვევების შესახებ სამხილებს, მაშინ მას შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს თანამდებობიდან განთავისუფლება.
,, თუ კი ლალი თავის დროზე აწვდიდა დარღვევებზე ცნობებს დეპარტამენტს და შეძლებს ამის მამხილებელი დოკუმენტების გამოტანას, მაშინ სასამართლოში დავა ეფექტური იქნება. ლალის ვურჩევ გამოიტანოს მის ხელთ არსებული დოკუმენტები" - აცხადებს თამარ კორძაია.
აქვე, თამარ კორძაიამ ისიც აღნიშნა, რომ თუ კი ლალი მოროშკინამ ადრეც იცოდა დეპარტამენტის თანამშრომლებზე უკანონო პრემიების გაცემიშ შესახებ და არ ამხელდა, მაშინ ლალის მიმართ გაჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. რაზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს.