პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კომიტეტების თავმჯდომარეებს საგანგებო დავალებას აძლევს დაიწყონ ჯონდი ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი ჯონდი ბაღათურიამ დააყენა და პარლამენტის თავმჯდომარეს "რეგლამენტის დაცვაში დახმარება სთხოვა".
"პირადად თქვენ მოგმართავთ დამეხმაროთ რეგლამენტის დაცვაში. ორი კანონპროექტი რამდენი ხანია ჩაბარებული მაქვს, მაგრამ კომიტეტები არ იხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება" ,- განაცხადა ჯონდი ბაღთურიამ.
როგორც მან განმარტა, საუბარია პენსიის ასარსებო მინიმუმამდე გათანაბრება, რომელიც ჯონდი ბაღათურიას გათვლით არის 150 ლარი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აზღვევის მიცემა.
"2 მილიონი ადამიანი შიმშილობს და ამის გატარება არის აუცილებელი ეს ადამიანები შიმშილისგან რომ ვიხსნათ. ჩვენ ხო მარ ვითხოვთ თმის გადანერგვას ან პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას. დაიწყონ კომიტეტებმა განხილვა და მერე სესიაზე რაც იქნება, იქნება" - განაცხადა ბაღათურიამ.