რესპოდენტის შესახებ
ინტერვიუ ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატთან სამგორის საარჩევნო ოლქში ბატონ ლევან დარახველიძესთან.
_ ბატონო ლევან, გაგვაცანით თავი, გვიამბეთ თქვენ შესახებ.
_ დავიბადე თბილისურ, ტრადიციულ ოჯახში, 1970 წელს. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე ინსტიტუტში. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მივიღე ინჟინრის დიპლომი და შესაბამისი სპეციალობაც, მაგრამ 1992 წელს ჩემი დიპლომი ფარატინა ქაღალდად იქცა. სხვადასხვა გარემოებამ მიბიძგეს იმისკენ, რომ ბიზნესსაქმიანობა დამეწყო. ურთულეს პერიოდს დაემთხვა ეს ჩემი საქმიანობა. ბრძოლა, დაპირისპირება ყაჩაღებთან, თავის დაცვა კორუმპირებული მილიციისგან და უტიფარი, გამომძალველი მებაჟეებისგან. დაუღალავი შრომის, უზარმაზარი ენერგიის, ნერვებისა და შეცდომების ფასად ვაწყობდი ჩემს საქმეს 25 წლის განმავლობაში. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მივაღწიე დიდ წარმატებას. დღეს ჩემ მიერ დაფუძნებულ ფირმებში, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს, 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ყველას ვიცნობ სახელითა და გვარით; ვართ ერთი დიდი ოჯახი, ზრუნვა და ურთიერთდახმარება ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციეთ.
ბუნებრივია, ჩემს წარმატებაში ლომის წილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის, რომელიც ორ ვაჟიშვილს მიზრდის. აი, ეს არის, რაც მოკლედ შემიძლია ვთქვა ჩემ შესახებ.
_ ბატონო ლევან, რამ განაპირობა თქვენი ჩართვა პოლიტიკაში და რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ სამგორის ოლქში გეყარათ კენჭი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს?
_ როდესაც ჩემმა მეგობრებმა, „ქართული ოცნებიდან", შემომთავაზეს, საარჩევნო კამპანიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით ჩავბმულიყავი, ჩემი პირველი კითხვაც ეს იყო. თანხმობა არ მიმიცია არც პირველ და არც მეორე დღეს, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. Mხოლოდ ორი კვირის შემდეგ შევატყობინე მეგობრებს ჩემი თანხმობის თაობაზე. გაირკვა, რომ დარჩენილი იყო რამდენიმე ვაკანტური ოლქი.
მე არ ვეძებ იოლ გზებს. მას შემდეგ, რაც დავათვალიერე ყველა დარჩენილი ოლქი, მომეჩვენა, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, ყველა თვალსაზრისით, არის სწორედ კალოუბნის, ზემო პლატოს და მესამე მასივის ტერიტორია, რომელიც დასახლებულია არაჩვეულებრივად თბილი, მშრომელი და პატიოსანი ხალხით. ამასთან, დავინახე ჩემი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაში განვითარების პერსპექტივა. მე არ მაქვს პოლიტიკოსობის გამოცდილება, მაგრამ, ამ არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე და ჩემი მენეჯერული გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ სწორედ მეურნე, წარმატებული მენეჯერული გამოცდილების მქონე პიროვნებები უნდა ჩაერთონ აქტიურად ქალაქისა და მთლიანად ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. შეიძლება ეს ზედმეტად პათოსურად ჟღერდეს, მაგრამ იმან, რაც ვნახე ამ დღეების განმავლობაში, დღემდე 100 -ზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული, დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ იმასაც, რომ ეს ჩემი ცხოვრებისეული გამოწვევაა. მე მიჩვეული ვარ საქმის კარგად კეთებას, ამდენად, ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხს გაუუმჯობესდეს ცხოვრებისა და შრომის პირობები.
_ რა პრობლემებს წააწყდით ამ ოლქის შესწავლისას და რატომ ჩათვალეთ, რომ ეს ყველაზე მძიმე ოლქია?
_ მინდა გითხრათ, რომ იშვიათად ვბრაზდები, მაგრამ, როდესაც დავათვალიერე ოლქი და დავიწყე შეხვედრები მოსახლეობასთან, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთი მშვენიერი, ბუნებრივი ლანდშაფტის მქონე ოლქს ჰქონდეს ისეთი პრობლემები, რომლებიც ცენტრალურ უბნებში, დიდი ხანია, გადაწყვეტილია. როდესაც საუბრობენ, რომ თბილისში ყველა უბანს ერთნაირი პრობლემები აქვსო, არ ვეთანხმები. ჩემს ოლქში კონცეტრირებულია თბილისისთვის დამახასიათებელი ყველა პრობლემა და ისეთი პრობლემებიც კი, რომლებიც ცენტრალურ უბნებში მოგვარებულია. არსებული პრობლემები კი განსაკუთრებული სიმწვავით ხასიათდება. მაგალითად, რომელიმე ცენტრალურ უბანში იპოვით საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც წლობით არ მუშაობს ლიფტი ან ერთდროულად არსებობდეს კანალიზაციის, წყალმომარაგებისა და დაზიანებული სახურავის პრობლემა? ან რომელშიც არ არის არც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და არც საბავშვო სტუდიები? შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ოლქში მცხოვრებ ადამიანებს მეორეხარისხოვნად თვლიდნენ, მაგრამ აქაც აღმოვაჩინე შერჩევითი მიდგომა _ თუ `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერი იყავი, შენი კორპუსიც და ეზოც შედარებით კეთილმოწყობილი იქნებოდა, თუ არადა, არავინ მიაქცევდა ყურადღებას შენს ავარიულ კორპუსს.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ მსგავსი უსამართლობა! ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ერთი ქალაქის, ერთი უბნის მცხოვრებნი. არ შეიძლება, უსამართლოდ მოექცე მოსახლეობას მხოლოდ იმის გამო, რომ ის გარეუბანში ცხოვრობს; არ შეიძლება ადამიანების განსხვავება პარტიული ან სხვა ნიშნით! პრობლემა უამრავია. ამ ოლქის ტერიტორიაზე არის კვარტალი, რომელშიც დევნილები სახლობენ, სადაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა. როგორც მოგახსენეთ, არის ბევრი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი, რომლებიც საჭიროებს ხელის შევლებას. არსებობს შიდა და გარე განათების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების პრობლემები, მოუწესრიგებელია ეზოები _ პრაქტიკულად არ არსებობს კეთილმოწყობილი სათამაშო მოედანი; მცირეა საბავშვო მოედნების რაოდენობა; მოუწესრიგებელია საბითუმო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტერიტორია და ა. შ. ასევე, როგორც ყველგან, აქაც მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების.
_ ბატონო ლევან, როგორ აპირებთ ამ პრობლემების გადაჭრას. თქვენ აღნიშნეთ, რომ ხედავთ ამ ოლქის განვითარების პერსპექტივას, თუ შეიძლება გვიამბეთ, რაში ხედავთ განვითარების რესურს?
_ ბუნებრივია, რომ ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია მხარდაჭერის გარეშე. ეს მხარდაჭერა უნდა იყოს მრავალმხრივი და გულისხმობდეს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც მოსახლეობის, ისე მთელი ადგილობრივი ვერტიკალის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, საერთო დაუღალავი შრომით და, რაც მთავარია, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით, საკრებულოს წევრთა ახალი კორპუსი და ახალი მერი შევძლებთ თბილისის, განსაკუთრებით კი გარეუბნების, ელემენტარული ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების გადაჭრას. ასევე ვფიქრობ, რომ ჩემი ოლქის გეოგრაფიული მდებარეობა, სიახლოვე სატრანსპორტო კვანძებთან გვაძლევს იმის ფიქრის შესაძლებლობას, რომ ამ ტერიტორიაზე განთავსდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი პუნქტები, მაცივრები და, ამასთან ერთად, საბითუმო ბაზრები და ბაზები. საერთოდ მიმაჩნია, რომ ქალაქში უნდა მოხდეს შრომის, მომსახურებისა და სხვა სერვისების განაწილება. ქალაქის მართვის ოპტიმალური მოდელის შემუშავება კი განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და ამავე დროს გარეუბნებს განვითარებისთვის აუცილებელ სტიმულს მისცემს. ტურიზმი, ბიზნესოფისები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, გასართობი ინდუსტრია და სხვა სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის სეგმენტი მიზნობრივად უნდა განაწილდეს სხვადასხვა ოლქს შორის.

ავტორი: . .