აშშ-სა და ევროკავშირის სპეცსამსახურებმა ყველაზე მასობრივი სპეცოპერაციის ფარგლებში ჰაკერების ჯგუფი დააკავეს. სპეცოპერაციის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში, 16 ქვეყანაში 97 ჰაკერის დაკავება მოხდა. სპეცოპერაციის მიზანი გახდა იმ ჰაკერების დაკავება, რომელიც Blackshades საშუალებით მსხვერპლის კომპიუტერთან წვდომას ახერხებდნენ. ჰაკერთა მსხვერპლი სულ 700 ათასი ადამიანი და მათი კომპიუტერი გახდა.