შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოდან (ახალციხე), მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, ახალქალაქის რაიონში, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ნიზამეთინ ა. და ერთღრულ ა., რომლებმაც 2014 წლის 18 მაისს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი .
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის II-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.