ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლeსობა საკითხს იურიდიულ ჭრილში განიხილავს და მიაჩნია, რომ ეს არის იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი კონსტიტუციით პასუხისმგებელმა პირმა, მთავრობის მეთაურმა უნდა მოაწეროს.
უმრავლeსoბის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული საკითხი სპეკულაციების საგანი გახდა, რადგან ამ დოკუმენტს მაღალი პოლიტიკური ფასი აქვს, მაგრამ სამართალმცოდნეობაში ამას მნიშვნელობა არა აქვს.
"ამ ხელშეკრულების ფასი, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, მაგრამ ის არის იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს მან, ვინც იურიდიულად ამაზე არის პასუხისმგებელი. მე არ მაქვს პრეტენზია,რომ ჭეშმარიტებას ვფლობ, მაგრამ ისევე როგორც EBღD -ისთან ვალის ხელშეკრულებას, სავაჭრო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ხელს აწერს პრემიერი, ანუ მთავრობის მეთაური, ასევე ამ ტიპის სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს პრემიერმა" -განაცხადა ხიდაშელმა.
საპaრლამენტო უმცირესობაში კი, კონსტუტუციაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ საერთაშორსო ხელშეკრულებებზე ხელს პრეზიდენტი აწერს.