,,ნატოს მომავალი სამიტი უელსში საქართველოსათვის იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რათა დაფასდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესი", _ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო არის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ოპერაციებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის.
,,ნატოს მომავალი სამიტი უელსში საქართველოსათვის იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რათა დაფასდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესი და მისი, როგორც მოკავშირეთა ერთგული და სანდო პარტნიორის, როლი და დაისახოს კონკრეტული ნაბიჯები გაწევრიანებისაკენ.როგორ მოგეხსენებათ, საქართველო არის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ოპერაციებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. წლის ბოლოს ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგაც კი ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ ავღანეთში და გამოცდილების გაზიარების გზით მონაწილეობა მივიღოთ ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მოიცავს ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ბირთვული იარაღის გავრცელებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში", _განაცახდა ღარიბაშვილმა.