ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის 24 მარტს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში განუცხადეს. ვიზიტის გაუქმების მიზეზად ვაცლავ ჰაველის ავადმყოფობა სახელდება.
"ვიზიტი გაუქმებულია ჰაველის ავადმყოფობის გამო", - აცხადებენ საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ ჰაველი ჩეხეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" ავტორია. ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1989-1992 წლებში იყო. 1993 წელს კი, "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა და ეს პოსტი 2003 წლამდე ეკავა.