ბიზნესმენი ნაზი ალასანია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნაზი ალასანიამ უარყო ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურში დაბარების შესახებ, თუმცა საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ ნაზი ალასანია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამდვილად დაბარაბეულია. მათი ინფორმაციით, როდის გამოცხადდება ალასანია ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს თარიღის დაზუსტება.
რაც შეეხება, საგამოძიებო სამსახურის მიერ ალასანიას დაბარების მიზეზს, საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ საუბარია მოქალაქის განცხადებაზე, რაზეც საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს.
"კონკრეტულად რა საქმეზეა ამას ვერ გეტყვით. შემოსულია მოქალაქის განცხადება, რუის საფუძველზეც მოხდება მისი დაგკითხვა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.