სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ლალი მოროშკინა ციხეებში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას არ გამორიცხავს. როგორც მოროშკინამ ჟურნალისტებთან განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი დარბაისელი ,,ნაციოლალების" დავალებებს ასრულებს.
,, მზადდება გადატრიალება, ამ გადატრიალების თავში დგას დარბაისელი, რომელიც დაკავშირებულია მერაბიშვილთან და ეს არის ერთი დიდი გეგმა ,,ნაციონალური მოძრაობის". მას თუ ყავდა მერაბიშვილი საკინიდან გამოყვანილი ესეც იმისთვის, რომ შემდეგ ეს სიტუაცია აგორებული ყოფილიყო. ის არის ჩვეულებრივი ზონდერი, მთელი მისი გარემოცვა არიან ზონდერები, რომლებიც ,,ნაციონალების" დავალებას ასრულებენ", _განაცხადა მოროშკინამ.