2014 წლის წინასწარი მონაცემებით, I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 414 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის I კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.8 პროცენტით აღემატება. აქედან ფურის სულადობამ 647 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა და 996 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 192 ათასი სული იყო, რაც 37.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2014 წლის I კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 7 444 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს.
მასალის გამოყენების პირობები