,,ვგეგმავთ, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირისგან სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე, პოზიტიური გზავნილი მივიღოთ", _ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშილმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ სემინარზე "ევროკავშირის-საქართველოს ასოცირების შეთანხმების/D DCFTA-ს A-ს პერსპქტივები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ტექნიკური შეფასებები ძალიან დროულად შესრულდება, პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება ევროკავშირიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომ საქართველომ, ისევე როგორც მოლდოვამ სულ ცოტა ხნის წინ, მიიღოს უვიზო მიმოსვლა. სავარაუდოდ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ რიგის სამიტზე, რომელიც იქნება ერთ წელიწადში, ჩვენ მივიღოთ ისეთივე პოზიტიური გზავნილი ევროკავშირისგან სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე, როგორც ვილნიუსის სამიტზე მიიღო მოლდოვამ", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.