თბილისის საქალაქო სასამართლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის მარინე მიზანდარის მიერ საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 15: 00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე მხარეები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ და მტკიცებულებებს განიხილავენ.
მიზანდარი იმ აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის თანახმად, კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათვისუფლდა.
დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელ პროცესზე სასამართლო განხილვა დასრულდება.