საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი მისაბაძია როგორც პოლიტიკოსი, ასევე როგოც ადამიანი. სააკაშვილის აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
"პრეზიდენტის უშუალო მოწვევით 24-25 მარტს თბილისს ჩეხოსლოვაკიის და შემდეგ ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ეწვევა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ის არის მისაბაძი პოლიტიკოსი და ადამიანი და მან რუსეთ- საქართველოს ომის დროს ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა და მისი აქტიური მხარდაჭერის გამო ჰაველმა რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერისგან შენიშვნაც კი მიიღო. თუმცა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის აქტიური მხარდაჭერა საქართველოსთვის იმ მძიმე წუთებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო" - განაცხადა მანჯგალაძემ.