საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12-13 აპრილს ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტს დაესწრება, სადაც პირადად აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირადი მოწვევით ჩადის.
"ბიურთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტი ვაშინგტონში გაიმართება, რომელსაც 30 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი აღნიშნულ სამიტზე პირადად აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიწვია", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრებს პტრეზიდენტის პრესსპიკერი განმარტავს, რომ რამდნიმე ქვეყნის ლიდერთან არაოფიციალური შეხვედრები მართლაც არის დაგეგმილი, თუმცა გაიმართება თუ არა სააკაშვილი ობამას პირისპირ შეხვედრა ეს სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა.