ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გაეროს რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში ოთხჯერ ჩატარდება ყველა სეზონის ტურისტული პოტენციალის კვლევა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უკვე გამოიკვლია ზამთრის სეზონის პოტენციალი და დღეს, შედეგების პრეზენტაციას გამართავს. შესაბამის ბრიფინგს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთობლივად ჩაატარებენ.