"ეროვნული საბჭოს" ლიდერები დღეს საკუთარ ამომრჩევლებს "ჭადრაკის სასახლეში" ეპატიჟებიან.
შეხვედრა 15:00 საათზეა დანიშნული. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოდან" აცნობეს, მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან, სადაც 17:00 საათზე საპროტესტო მიტინგს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე "ეროვნულ საბჭოში" შემავალი პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები რამდენიმე მოთხოვნას გააჟღერებენ, მათ შორის არჩევნებზე 50 %-იანი ბარიერის დაწესებისა და საარჩევნო კომისიებში პარიტეტის შესახებ.
აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერები ასევე მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემასაც მოითხოვენ.