ევროსაბაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათიას იორში და კასტრიო ისლამი დღეს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან
მანამდე მათიას იორში და კასტრიო ისლამი შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს. ამის შემდეგ ევროპელი დიპლომატები პარლამენტში გაემგზავრებიან და შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ასევე იგეგმება შეხვედრა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
დღის ბოლოს, ევროსაბაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრებიან და მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
მათიას იორში და კასტრიო ისლამი საქართველოს ხვალ დატოვებენ.