დღეს, 23 მარტს, გალშიინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში მორიგი - მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ბოლო 20 დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების საკითხებს დააყენებს.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში წინა შეხვედრა 2 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თებერვლის ბოლოს, დრანდის ციხეში გარდაცვლილი დემურ გოგოხიას გადმოსვენების საკითხი დააყენა. წინა შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისა და გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტები.