რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობების კატეგორიული წინააღმდეგია. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „Bloomberg"-თან საუბარში გააკეთა.
„მცდელობები შეითრიონ უკრაინა ნატოში ძალიან ნეგატიურ გავლენას მოახსენს მთელს ევროპულ უსაფრთხოების სისტემაზე და ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ",_ განაცხადა მან.
ლავროვის თქმით, ეს საკითხი ეხება არა მხოლოდ უკრაინასა და ნატოს არამედ რუსეთსაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვი კვლავ გამოდის მოწოდებით გამოძიებულ იქნეს კიევის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს სიმბოლიკის მქონე ვერტფრენების გამოყენების საკითხი.
„გვინდა გავიგოთ თუ როგორ გამოიყენებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გაეროს სიმბოლიკის მქონე ვერტფრენები",_ განაცხადა ლავროვმა და აღნიშმა, რომ „უკრაინა ისე როგორც არასდროს ახლოსაა სამოქალაქო ომთან".
ამას გარდა, სერგეი ლავროვი ასევე აცხადებს, რომ 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, მანამ ვიდრე ძალადობა გრძელდება.
„არ შეიძლება მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდე როდესაც ნაღმმტყორცნებიდან ისვრიამ. აშშ-ს აქვს სერიოზული ეჭვები იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვიან დაქირავებულები აშშ-დან",_ განცხადა სერგეი ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები