სლავიანკის ე.წ. სახალხო მერი ვიაჩესლავ პონომარიოვი აცხადებს, რომ წუხელ სლავიანსკთან სეპარატისტებსა და უკრაინელ ძალოვნებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
პონომარიოვის ინფორმაციით, აღნიშნული შეტაკებების შედეგად დაღუპულია ტვა უკრაინელი სამხედრო და დაჭრილია შვიდი. ამას გარდა, სეპარატისტები ასევე აცხადებემ, რომ განადგურებულია რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა.
„პონომარიოვმა ასევე განაცხადა, რომ დანაკარგები არის მეორე მხრიდანაც, თუმხა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა",_ წერს რუსული მედია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედიით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მასალის გამოყენების პირობები