დაკარგული ავიალაინერის მოსაძებნად ავსტრალიის მთავრობა 90 მლნ ავსტრალიური დოლარის (84 მლნ დოლარი) დახარჯვას აპირებს.
როგორც ცნობილია ავსტრალია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს 8 მარტს გაუჩინარებულ Malaysia Airlines -ის ლაინერს, რომელიც ბოლო ვერსიით ინდოეთის ოკეანეში ჩაიკარგა. როგორც ცნობილია ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობამ ბიუჯეტიდან 90 მლნ ავსტრალიური დოლარის გამოყოფის შესახებ უკვე მუშაობა დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები