რუსეთში ყველაზე მდიდარი ქალი ელენე ბატულინა ( მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე) ირლანდიაში კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შეძენას გეგმავს. შერჩეულია სასტუმროც, Westin -ი დუბლინის ცენტრში მდებარეობს.
ირლანდიის აქტივების მართვის ეროვნული სააგენტო სასტუმროს გასასხვისებლად აუქციონზე გამოიტანს და მისი საწყისი ღირებულება კი 60 მლნ ევრო იქნება.
როგორც ცნობილია, დუბლინში ბატულინა უკვე ფლობს სასტუმრო Morrison Hotel და ასევე მონაწილეობას იღებს Trinity Capital Hotel -ის შესყიდვაში, სადაც წინა ლოტის ღირებულება 35 მლნ ევროა.
გარდა სასტუმრო ბიზნესისა ბატულინას ირლანდიაში დაინტერესებულია ასევე საცხოვრებელი სახელებისა და ოფისების ბიზნესით . ცნობილია ისიც, რომ ბატულინა და ლუჟკოვი ილტრანდიაში სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენასაც გეგმავენ.